დასახელება:
გარე გაყიდვების აგენტი
|
მომწოდებელი:
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
კომპანია "SMG"-ი 2018 წლიდან წარმატებით ახორციელებს სპეც-ტექნიკის, მისი სათადარიგო ნაწილების, სამშენებლო დანიშნულების საშუალო და მცირე ზომის დამტვირთველების, ასევე ციცხვების და აგრეგატების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smggroup.ge/
"SMG" - ზრუნვა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე!
კომპანია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტი;
** კომპანიებისთვის შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტებისთვის, კომპანიის სხვა სერვისების გაცნობა და შეთავაზება (სამშენებლო ბადე, ინვენტარი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** საქმის სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 12:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე info@smgroup.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "გარე გაყიდვების აგენტი".
|
|
|
|