დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჰიპერმარკეტი Domino
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
** სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების მართვა;
** ჰიპერმარკეტ "დომინოს" ელ. ფოსტაზე შემომავალი წერილების მართვა;
** მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა, კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში ზარების, წერილებისა და შეტყობინებების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან.
საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების როგორც სალაპარაკო დონეზე ცოდნა ასევე გამართული წერითი უნარი;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 1100 ლარი
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო)
კვება
Fitpass
უფასო ტრანსპორტირება
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge, ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|