დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
Gastronome Group 2019 წელს დაარსდა და დღეს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილია შვიდი ფილიალით. Gastronome-ში თქვენ იპოვით 3, 000-ზე მეტი დასახელების პრემიუმ ხარისხის დელიკატესსა და სასმელს. City Mall-ის სივრცეში გელით იტალიური რესტორანი Bistro, ვაჟა-ფშაველას ფილიალში კი პრემიუმ კლასის Steakhouse. გარდა ამისა, Kitchen & Living - ჩვენი კონცეპტუალური შოურუმი, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და აბაშიძის ქუჩებზე ოპერირებს. Gastronome Group-ის ნაწილია Brunch by Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად Gastronome-ის პროდუქციით შექმნილ Take Away მენიუს სთავაზობს.
ჩვენს ჯგუფს ბოლოს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ქმნის დახვეწილ და უნიკალურ კოლექციებს.
Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის უზრუნველყოფა
** ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებისთვის გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა
** პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების დაცვა
მოთხოვნები:
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით
სამუშაო ადგილი: ისანი-სამგორის რაიონი (ნადარეიშვილის ქუჩა)
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 მარტამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|