Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: დელტა ქონექთი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "დელტა ქონექთი", აერთიანებს 10-მდე კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებისთვის: Forkids.ge, Rentmania.ge

უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე შოურუმიდან;
** პროდუქციის რეალიზაცია;
** შეკვეთების გაფორმება.

პირობები:

** კვირის განმავლობაში 3 ან 4 სამუშაო დღე
** სამუშაო დრო 10:00-19:00, შესვენება 1 საათი
** დღიური ანაზღაურება - 63 ლარი (მოცემული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს)
** მოქმედებს ბონუს სისტემა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr.deltaconnect@gmail.com, "Subject"-ში მიუთითოთ "ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე