Робота для біженців з України
HR ადმინისტრაციის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრაციის უფროსი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
თანდართული ფაილი: 618564_Hunnewell_Cement_Application_Form_6659363.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** HR ადმინისტრაციის გუნდის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მასშტაბით ყველა ბიზნეს ერთეულისთვის HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა და ადმინისტრირება, პასუხისმგებლობა აღნიშნული პროცესის კანონმდებლობის და კომპანიაში დადგენილი/მოქმედი წესების შესაბამისად წარმართვაზე;
** კომპანიის მასშტაბით ყველა ბიზნეს ერთეულისთვის HR ადმინისტრაციული პროცესების სტანდარტიზება, მათი დანერგვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; შესრულების მონიტორინგი;
** HR ადმინისტრაციული პროცესების მიმართულებით კომპანიაში მოქმედი შიდა რეგულაციების განახლება (ასეთის საჭიროებისას);
** ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის გამართულად მუშაობის მონიტორინგი (როგორც ადმინისტრაციული ასევე სახელფასო მიმართულებით), მოდიფიცირების საჭიროებების შესახებ წინადადებების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა, მოდიფიცირებისთვის საჭირო პროცესის კოორდინირება;
** კომპანიის მასშტაბით ყველა ბიზნეს ერთეულისთვის გათავისუფლებული თანამშრომლის onboarding პროცესის მონიტორინგი, საბოლოო ანგარიშსწორებისა და კომპენსაციის დაანგარიშების/გაცემის პროცესის მართვა, დადგენილი წესების შესაბამისად და ფარგლებში;
** HR ადმინისტრაციული პროცესების და შრომითი ურთიერთობების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომელთა ინფორმირება, კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხებზე მათთვის ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა;
** კომპანიის აუდიტის პროცესებში ჩართულობა და აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** HR ადმინისტრირების ხელმძღვანელის პოზიციაზე მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** HR სოფტებთან მუშაობის გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** MS Office ძალიან კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდურად მომუშავე;
** ადამიანების სიყვარული.

არსებული პირობები და ბენეფიტები:

** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** უფასო სასაუბრო დრო და ინტერნეტი;

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე არა უგვიანეს 6 აპრილისა: careers@cement.ge

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება HR ადმინისტრაციის უფროსი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე