Робота для біженців з України
ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: MAQRO Development
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"MAQRO Development" არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge

კომპანია აცხადებს გაყიდვების ოფისში ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე:

ადგილების რაოდენობა: 3
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის პროექტის შესახებ კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** კლიენტებისთვის პროექტის დადებითი მხარეების თვალსაჩინოდ და მკაფიოდ მიწოდება;
** კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა;
** განხორციელებული ზარების შესახებ რეპორტების წარმოება;
** კლიენტებთან კეთილგანწყობილი და თავაზიანი ურთიერთობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** გამართული და მკაფიო მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობისა და მათ საჭიროებებზე ფოკუსირების უნარი;
** ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია (არა აუცილებელი) უმაღლესი განათლება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშობის გამოცდილება 0-2 წლამდე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა, აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (თურქული ენის ცოდნა - სასურველია თუმცა არასავალდებულო);
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

კომპანია თავის მხრივ უზრუნველყოფს: ერთჯერად კვებას, კორპორაციულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით), კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (სასურველია ორენოვანი ინგლისურ-ქართული) მისამართზე: n.khosruashvili@maqro.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე