Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმარეა
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 30 მარტი
შპს "ფარმარეა" (ს.კ. 404518900) საქმიანობის ძირითადი სფერი არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, იმპორტი, რეექსპორტი, ტექნიკური სერვისი /მომსახურების გაწევა. დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს : https://farmarea.ge/

შპს "ფარმარეა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი,
სამუშოას გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -საათიდან -19:00 საათამდე,
შაბათს, 09:00-საათიდან - 15:00 საათამდე.
ხელფასი: 2500 ლარი (ხელზე აღებული) + ბონუსები.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი ეფექტური ფუნქციონირება;
** მომხმარებლებისათვის დახმარების გაწევა, სათანადო სათადარიგო ნაწილის შერჩევაში;
** გაყიდვების თანამშრომელთა ტრენინგი და კლიენტებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდა;
** მომხმარებელთა შეკითხვების, პრეტენზიებისა და დაბრუნებების პროფესიონალურად მართვა;
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების ფასების რეგულარული მონიტორინგი;
** დამტკიცებული გეგმის მიხედვით, თაროებზე ნაწილების სწორი განთავსების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, მათი შევსების მიზნით, სააღრიცხვო პროგრამაში განაცხადის რეგისტრაცია;
** ფინანსურ, შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა;
** კომპანიის პოლიტიკის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა;
** პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა და შესრულება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPIs) ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან სხვა შესაბამისი დარგი);
** სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ (B1) დონეზე;
** პროგრამა 1C-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული მახასიათებლები

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: n.kulava@farmarea.ge განცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2025 წლის 30 მარტი.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე