დასახელება:
სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
** წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, კლინიკის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** პაციენტების ისტორიების დამუშავება, სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველყოფა.
** პაციენტის სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, კალკულაციების პროცესის მართვა;
** სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა;
** სადაზღვევოებსა და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტების ქეისების მართვა;
** სათავო ოფისისთვის, კლინიკის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება;
** დებიტორულ პაციენტთან შესაბამისი პროცესების მართვა;
** ყოველდღიურად სალაროს ნაშთის კონტროლი;
** კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება, შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ატვირთვა, ხარვეზების კონტროლი და მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ჯანდაცვის მენეჯმენტის/საბანკო/საფინანსო საქმის მიმართულებით;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლიდერობა;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით შესაბამის ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/samedicino-shemtxvevis-koordinatori/688.
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|