დასახელება:
მონიტორინგის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
"Gastronome Group" 2019 წელს დაარსდა და დღეს თბილისში წარმოდგენილია ექვსი მაღაზიითა და ერთი ფილიალით წყნეთში.
"Gastronome"-ში თქვენ იპოვით 3, 000-ზე მეტი დასახელების პრემიუმ ხარისხის დელიკატესსა და სასმელს.
City Mall-ის სივრცეში გელით იტალიური რესტორანი Bistro, ვაჟა-ფშაველას ფილიალში კი პრემიუმ კლასის Steakhouse.
გარდა ამისა, Kitchen & Living - ჩვენი კონცეპტუალური შოურუმი, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და აბაშიძის ქუჩებზე ოპერირებს.
Gastronome Group-ის ნაწილია Brunch by Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად Gastronome-ის პროდუქციით შექმნილ Take Away მენიუს სთავაზობს.
ჩვენს ჯგუფს ბოლოს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ქმნის დახვეწილ და უნიკალურ კოლექციებს.
"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
** მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება;
** თანამშრომლის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე დროული განხილვა და რეაგირება შიდა წესების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში სამართალდარღვევაზე მოკვლევის ჩატარება, თანამშრომლისგან ახსნა-განმარტების მიღება და დასკვნების მომზადება;
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის გამართული ფუნქციონირებისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს თანამდებობაზე 2 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
პირობები:
** ანაზღაურება: 1300 ლარი (6 თვის შემდეგ 1500 ლარი)
** ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
** სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 მარტამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge.
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|