Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"ზიონი" არის ებრაულ-ქართული დეველოპერული კომპანია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად კომპანიას 6 მიმდინარე პროექტი აქვს. დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://zion.ge/.

"ზიონის" გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ მარკეტინგის მენეჯერს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პირობები:

** დაქვემდებარება: ჯგუფის კომერციული დირექტორი
** ანაზღაურება: შეთანხმებით.
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ჯგუფის კომერციულ დირექტორთან ერთად, ზიონის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ზიონის ბრენდისა და ქვებრენდების მართვა და განვითარება;
** საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი და შედეგებისა და მიგნებების კომუნიკაცია გუნდთან;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა და შედეგების ანალიზი
** ზიონის პლატფორმებისათვის ქონთენთის, საკომუნიკაციო ინფორმაციის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;
** კომპანიის შესაბამისი ციფრული/არაციფრული არხების მართვის/განვითარების მხარდაჭერა;
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავების პროცესში - სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე შესაბამისი დამუშავებული ინიციატივების წარდგენა და სრული ჩართულობა, რომელიც ხელს შეუწყობს კონვერსიებს;
** მომხმარებლის გამოცდილებაზე (online and offline) მუდმივი დაკვირვების უზრუნველყოფა ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტების ინიცირება;
** მარკეტინგის წლიური ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა;
** კონკურენტების ციფრულ/არაციფრულ არხებში აქტივობების მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და საჭირო აქტივობების დაგეგმვა/ინიცირება;
** ლიდების მოზიდვის მიმართულებით ყოველკვირეული/ყოველთვიური/კვარტალური/წლიური შედეგების მუდმივი მონიტორინგი და მათგან გამომდინარე, საჭიროებისამებრ ოპტიმიზაცია ან/და დამატებითი აქტივობების შემუშავება;
** მარკეტინგული მასალების შექმნაში მონაწილეობა, მათ შორის ბროშურების, ვირტუალური ტურებისა და მოდელირებული აპარტამენტების პრეზენტაციების;
** KPI-ების დადგენა, მარკეტინგის შედეგების და ROI-ს გაზომვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, სასურველია უძრავი ქონების / დეველოპერული მიმართულებით;
** სასურველია ლუქს ან პრემიუმ ბრენდების მარკეტინგული კამპანიებისა მართვისა და ბრენდის განვითარების გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის არხების გამოყენებისა და ანალიზის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა).

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიის ბოლო ვადა: 25.03.2025

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე