Робота для біженців з України
ელექტრო-ტექნიკოსი, ცვლის უფროსი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო-ტექნიკოსი, ცვლის უფროსი
მომწოდებელი: ჯიფაუერი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"ჯიფაუერი" აცხადებს კონკურსს ელექტრო-ტექნიკოსის, ცვლის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გარდაბანი
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 2400-3000 ლარი გადასახადების ჩათვლით

მოვალეობები და ვალდებულებები:

** ძირითადი და დამხმარე ელექტრო მოწყობილობების ოპერატიულ-ტექნიკური მომსახურება, სამუშაოების წარმოება მიმდინარე ექსპლუატაციისას.
** ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების კონტროლის და მართვის სისტემების მომსახურება.

მოთხოვნები:

** განათლება-ენერგეტიკოსი
** სამუშაო გამოცდილება- მინიმუმ 1 წელი ენერგო სექტორში
** უცხო ენა- ინგლისური B2 დონე

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 5 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე