Робота для біженців з України
სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ სატელეფონო ცენტრის ოპერატორს და მისი ფუნქციები იქნება:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება, სტანდარტების დაცვით;
** სოციალურ ქსელებში მესიჯებზე და პოსტების კომენტარებზე დროული რეაგირება;
** არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით;
** მომხმარებლის მიერ მოწოდებული კითხვების/საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი და დახმარების გაწევა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან გადამისამართება);
** მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** დავალების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება და ადრესატებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სკრიპტის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** ბონუსი: მუშაობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 16 მარტის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე