Робота для біженців з України
იკომერსისა გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იკომერსისა გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს.

კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედდნი, ჩვენი გუნდის წევრები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად
"MS holding" გეძებს შენ იკომერსის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** ონლაინ გაყიდვების კომპანიებთან თანამშრომლობა, გაყიდვების ციკლის სრულად მართვა და კონტროლი;
** ციფრული არხებისათვის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაწერა და მიწოდება, განთავსებული პროდუქტის ფასისა და ტექნიკური მახასიათებლის სისწორის მუდმივი მონიტორინგი;
** ონლაინ საიტზე განსათავსებელი პროდუქტის ფოტო სურათის მოძიება და მიწოდება მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად;
** პარტნიორებისაგან შეკვეთების მიღება, კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატივების შეთავაზება, შეკვეთის გაწერა საწყობისათვის.
** შეთავაზებული ასორტიმენტის ფორმირება და მართვა მოთხოვნების შესაბამისად, სიახლების მუდმივი შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** გაყიდვების მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** ბაზრის კვლევის მეთოდების ფლობა
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
** ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge

გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე