Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
სუპერმარკეტთა ქსელი "ვილმარტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

"ვილმარტი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომლის პირველი ფილიალი ბათუმში გაიხსნა 2004 წელს. წლების მანძილზე კომპანია მასშტაბურად იზრდებოდა და დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია ოთხი ფილიალითა და რამდენიმე მცირე საწარმოთი. სუპერმაკეტთა ქსელ "ვილმარტში" დასაქმებულია 250-ზე მეტი თანამშრომელი.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიცის აღწერილობა:

სუპერმარკეტთა ქსელი " ვილმარტი" ეძებს პასუხისმგებელ და ენერგიულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც შეძლებს ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების მართვას, გუნდის მართვას და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას. შესარჩევი კანდიდატი უნდა იყოს ლიდერი, ორგანიზებული, პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარით და გუნდის წარმატებისკენ ორიენტირებული.

მოვალეობები:

** ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და ორგანიზება.
** გუნდის შერჩევა, ტრენინგი და მართვა.
** კლიენტთა მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესება.
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება და შესრულება.
** მარაგების მართვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა.
** ფინანსური ბიუჯეტის კონტროლი და ანგარიშგება.
** ანგარიშების მომზადება და ბიზნეს-ანალიზი.
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, მენეჯმენტის ან მსგავსი სფეროები).
** მინიმუმ 2-3 წლის გამოცდილება მენეჯმენტში,
** მტკიცე ლიდერული და კომუნიკაციური უნარები.
** დიდი ყურადღება დეტალებს, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** გამოცდილება ფინანსების მართვაში და გაყიდვების სტრატეგიების განხორციელებაში.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობები.
** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო.
** ჯანმრთელობის დაზღვევა

პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე:vacancy@willmart.ge ან დაგვიკავშირდით 577 282 139.

გახდი "ვილლმარის" გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე