Робота для біженців з України
ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
"Carspace" - თქვენი სანდო პარტნიორი ავტომობილების იმპორტში

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

აშშ-დან ავტომობილების შეძენას საერთაშორისო აუქციონებიდან და სანდო წყაროებიდან. ტრანსპორტირების მომსახურებას აშშ-დან ფოთის პორტამდე. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
Carspace-ის პრიორიტეტებია ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურება, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

მეტ ინფორმაციას ჩვენს შესახებ შეიტყობთ ჩვენი სოციალური ქსელიდან https://www.facebook.com/carspace.ge/ და ვებ გვერდიდან https://carspace.ge/

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 12:00-20:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19

ძირითადი ფუნქციები:

** აუქციონებზე მანქანების მოძიება - შეფასება, შესაძლო რისკებისა და დაზიანებების გამოვლენა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და რეკომენდაციების მიცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

შერჩევის ეტაპი:

** რეზიუმეს გადარჩევა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
** გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ (CV) ელფოსტაზე: hr@carspace.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ავტომობილის ექსპერტ - შემფასებელი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"ქარსფეისი-Carspace" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ კომპანია "ქარსფეისი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით და მოთხოვნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე