დასახელება:
წარმოების ფინანსური აღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
ონიქს კორპორეიშენი
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
შპს "ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ფინანსური აღმრიცხველის თანამდებობაზე.
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №88
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი;
** წარმოების ეტაპებზე ნახევარფაბრიკატების მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** მზა პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღრიცხვა;
** წარმოების პროცესში გამოყენებული მასალების, წუნდებული პროდუქციისა და დანაკარგების მონიტორინგი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება;
** საწყობის ნაშთების სისტემატური კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწარმოო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საწარმოო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
** FINA-ში საბუღალტრო პროგრამა, მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საწყობის მართვის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცონდა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: hr@onyxcorporation.ge. მნიშვნელოვანია: წერილის სათაურში ("Subject") მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწარმოო პროცესების აღმრიცხველი". სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|