დასახელება:
სოციალური მედიის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მაქსიმა
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109;
ანაზღაურება: ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე (1100-1300 ლარი)
ადგილების რაოდენობა: 1
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** Google Analytics, Facebook Ads Manager-ის ცოდნა;
** ქოფირაითინგის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია გრაფიკული (Adobe Photoshop, Illustrator) და სამონტაჟო პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე საუბრისა და წერის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის საკომუნიკაციო არხების (Facebook, Instagram, Tiktok, Youtube, ვებგვერდი) ადმინისტრირება;
** ორგანიზაციის პუბლიკაციებისა და ვიზუალური კონტენტის (ვიდეო, ფოტო და სხვა) გამოქვეყნება და განახლება;
** სოციალური მედიის პლატფორმებისთვის ყოველთვიურ სამუშაო გეგმის შექმნაში მონაწილეობა, დავალებების (ბრიფის) დაწერა, პროცესის კურირება და აღსრულება;
** სფეროში არსებული ტენდენციების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
** სოციალური არხების შედეგების პერიოდული ანალიზი და ანგარიშგება.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება " სოციალური მედიის სპეციალისტი"-ს".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|