დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
"ბკ ჰოლდინგი" აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი კონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".
"ბკ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** პროგრამა SAP-ში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული გატარებების შესრულება საბუღალტრო პროგრამაში;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** საბანკო ტრანზაქციების განხორციელება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საოპერაციო სისტემაში მუშაობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@bkholding.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, არაუგვიანეს 17 მარტისა.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|