Робота для біженців з України
ტენდერი ფოტო ვიდეო გადაღების ტექნიკის მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ფოტო ვიდეო გადაღების ტექნიკის მოწოდებაზე
მომწოდებელი: აფხაზინტერკონტი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
თანდართული ფაილი: 616834_Abkhazintercont_photo_video_equipment_5048045.zip
ფონდი "აფხაზინტერკონტი" აცხადებს ტენდერს "ფოტო ვიდეო გადაღების ტექნიკის" მოწოდებაზე.

თანდართული ფაილი: ლოტი 1.

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს რეგიონები- იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი.

ორგანიზაციის მისიაა - ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, შეჭირვებულ, იგპ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, ოჯახების, სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას.

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) ახორციელებს მიმდინარე პროექტს, "სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში" ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) გეგმავს ქვეკონტრაქტორის შერჩევას, რომლებიც განახორციელებენ "ფოტო ვიდეო გადაღების ტექნიკის" მოწოდებას (დამატებითი დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დანართებში).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას სატენდერო წინადადება 2 კონვერტად (დედანი და ასლი), სხვა შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ განიხილება.

წინადადების შემომტანმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ პროდუქციაზე საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 1 წლის ვადით და შემოთავაზებული საგარანტიო ვადით უნდა ჰქონდეს აღნიშნულ პროდუქციაზე სერვისის განხორციელების საშუალება.

წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქული კონვერტით, ქვემოდ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს 2025 წლის 6 მარტის 18:00 საათამდე.

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), ნინოშვილის/დავითაშვილის ქ. #27/2 (ყოფილი 101), ქუთაისი, 4600, საქართველო. დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aicinfo2022@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ქვემოდ მოცემულ ტელეფონებზე არაუგვიანეს 2025 წლის 4 მარტამდე.

საკონტაქტო პირის მობილური: 593 30 79 69 გიორგი ცხვედიანი

(გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს)

დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე