Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი - ისთ-ფოინთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანალიზი და სამუშაო გეგმის შედგენა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
** Fortigate NGF (HA, ACL, OSPF, VPN)კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
** ქსელური მოწყობილობების (HP, H3C, Grandstream, Fortigate) აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მონიტორინგი;
** ქსელური სერვისების, მოწყობილობების და ინფორმაციულ ტექნოლოგიური კომუნიკაციების ინსტალაცია, კონფიგურაცია, მართვა;
** ქსელის წარმადობის კონტროლი და ქსელური რესურსების ეფექტური გამოყენება;
** ქსელის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLAN, LACP, STP, RSTP, MLAG, IRF,
** NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება;
** DLP, IPS, IDS, NIPS;
** საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების სტანდარტების და პრაქტიკების ცოდნა;
** Firewall-ების ადმინისტრირება (Cisco, Mikrotik, FortiGate);
** Cisco CCNA ან CCNA Security - ჩაითვლება უპირატესობად;
** Fortinet NSE-3, 4 ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ქსელის ადმინისტრატორი პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გრაფიკი/პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: 5000 Gel+ კვალიფიკაციის მიხედვით
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო)
** Fitpass
** კვება

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: ITJob@domino.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე