დასახელება:
ონლაინ გაყიდვების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კალო
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
საქართველოში #1 ციფრული აგრო-პლატფორმა "კალო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან (ჩათი/სატელეფონო) - გაყიდვაზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმართვა, შეკვეთის გაფორმება
** გამავალი ზარების განხორციელება
** ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებელთა შეკითხვების/პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული დახმარება (სატელეფონო ზარი, ჩატი, კომენტარები)
** მომხმარებლისთვის ახალი და არსებული ონლაინ სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემოწმება სწორად მომსახურების მიზნით
** ონლაინ კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებელთა მომსახურებაში კომპანიის სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კეთილგანწყობილი პოზიტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან უმნიშვნელოვანესია
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** ანაზღაურება: საშუალოდ 1200 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან)
** ოფისის მისამართი: შიო ჩიტაძე 11
რა დაგხვდება ჩვენთან:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ახალგაზრდა, მოტივირებული, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი და ეფექტიანი მუშაობისთვის კომფორტული გარემო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: jobs@kalo.ge, subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|