დასახელება:
მიმღების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
Champions Academy
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
"Champions Academy" არის სპორტ სპეციფიკური ვარჯიშებისა და ფიზიკური განვითარების ცენტრი. გამოირჩევა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალური მომზადების მეთოდებით, თანამედროვე ინვენტარით და პროფესიონალი მწვრთნელებით. კომპანიის მიზანი პროფესიონალი ქართველი სპორტსმენებისთვის და არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტის ფიზიკური მომზადების მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებაა.
"ჩემპიონთა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** საინტერესო და სტაბილური სამსახური;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება: 900 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
** დარბაზში მოსული მომხმარებლების მიღება და კოორდინირება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** არსებული მომხმარებლებისთვის სერვისების შეთავაზება;
** სოციალურ მედიაში მომხმარებლების კოორდინირება;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (word, excel, powerpoint, outlook) ცოდნა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ ან მომხმარებელთა სარეგისტრაციო (ERM) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა (სასაუბრო)
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;
** ლოიალურობა;
** მაღალი შრომის დისციპლინა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად მისამართზე: champsacademy26@gmail.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები (მიმღების თანამშრომელი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
აპლიკანტების საყურადღებოდ!
გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
|
|
|
|