Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=616757&print=yes&view=jobs
 
გაქირავების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაქირავების აგენტი
მომწოდებელი: Sixt
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"Sixt" არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: http://www.sixt.com

"Sixt" ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს გაქირავების აგენტის პოზიციაზე.

ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1500 ლარი)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას
** პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია უმაღლესი განათლება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის მართვის უნარები
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის მომზადება გასაქირავებლად
** მომხმარებლებისთვის მაღალი დონის სერვისის გაწევა
** ავტოგაქირავების ხელშეკრულებების შედგენა, გაფორმება
** მომხმარებლებისთვის ავტომობილების გადაცემა და უკან ჩაბარება
** დამატებითი სერვისების გაყიდვა
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე customerservice@sixt.com.ge და subject-ში მიუთითოთ "ვაკანსია - გაქირავების აგენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია