Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=616753&print=yes&view=jobs
 
ხაზინის მხარდაჭერის ოპერატორი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზინის მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ხაზინის მხარდაჭერის ოპერატორი.

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:

** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
** ლანჩი;
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.

ძირითადი მოვალეობები:

** გადახდების შესახებ ინფორმაციის შეგროვება (სისტემაში), მოკლევადიანი და საშუალოვადიანი გადახდის გეგმების შექმნის მიზნით;
** ყოველდღიური დავალებების შესრულებისას, ERP სისტემაში განსაზღვრული ძირითადი მონაცემების კონტროლი;
** ERP პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა შიდა და გარე (კონსულტანტებთან და ა.შ.) მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით;
** ხაზინის უფროსი სპეციალისტის მხარდაჭერა ad hoc დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზის პროცესში;
** კომპანიის შორის ტრანზაქციების კონტროლი და შედეგების მოხსენება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** დოკუმენტაციის მკაცრი კონტროლი, ყოველ გადარიცხვასთან მიმართებაში;
** სისტემიდან ყოველდღიური გადახდის ინფორმაციის შეგროვება შესაბამის გუნდთან გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფისა და ERP სისტემების (SAP) ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა (Excel-ში მუშაობის გამოცდილება პრიორიტეტულია).

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერზე: www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 5 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია