დასახელება:
პროექტი უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის
|
მომწოდებელი:
ქეა კავკასია
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
თანდართული ფაილი:
616751_care_1114531.zip
|
ააიპ "ქეა კავკასია" აცხადებს ტენდერს ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე კურსის შემუშავებისა და ჩატარების მომსახურების შესყიდვაზე (დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ბმულზე).
2023 წლის 01 დეკემბრიდან ქეა კავკასია (CARE) პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), მარნეულის სათემო რადიოსა და დემოკრატიის ლაბორატორიასთან (DemLab) პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის". პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა უფლებების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება საქართველოში. ასევე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალებისა და გოგოებისთვის, კაცებისა და ბიჭებისთვის, ქალთა უფლებების შესახებ სწავლება და მათი ინფორმირებულობის ამაღლებაა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე მოკლე კურსის შექმნა, სამიზნე რეგიონში არსებულ კერძო პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა. პროფესიულ სასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სასწავლო პროცესში აღნიშნული კურსის არასავალდებულო კურსად ინტეგრაციის მხარდაჭერა. ამავდროულად, პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების გადამზადებას, რათა მომავალში მათ შეძლონ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქალთა უფლებების შესახებ ცოდნის გადაცემა.
პროექტის სამიზნე არეალია:
** კახეთი
** ქვემო ქართლი
"ქეა კავკასია" იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე კურსის შემუშავებისა და მისი განხორციელებისათვის (თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად).
შემოთავაზებული განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:
** მსგავსი კურსის შემუშავების გამოცდილება - 30%
** ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, მათ შორის ახალგაზრდებთან - 30%
** განაცხადის შესაბამისობა ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან - 20%
** ბიუჯეტი - 20%
წარსადგენი დოკუმენტაცია:
** შევსებული, ხელმოწერილი განაცხადი ფორმა, შესაბამისად, ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის;
** კურსის განმახორციელებელი გუნდის წევრთა პროფესიული ბიოგრაფია (CV);
** კურსის გეგმა და მეთოდოლოგია;
** ბიუჯეტი (ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს ბიუჯეტში);
** შევსებული და ხელმოწერილი შემოთავაზების ფორმა (Request for Quotation).
** *დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში წინადადებები არ განიხილება.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 12 მარტი, 18:00.
წინადადებები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tamar.kasrashvili@care.org
აპლიკანტებისთვის: გთხოვთ, შემოთავაზების თემის ველში მიუთითოთ: "კურსი, ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე".
|
|
|
|