Робота для біженців з України
მედია კონკურსი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედია კონკურსი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ
მომწოდებელი: მივცეთ ძალა
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
მედია კონკურსი "მივცეთ ძალა" - საინფორმაციო კამპანია დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ.

დუშენის კუნთოვანი დისტროფიის საინფორმაციო კამპანიის "მივცეთ ძალა" ფარგლებში, ტარდება მედია კონკურსი.

კონკურსის მიზანია, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ზრდა და საზოგადოების ინფორმირება დაავადების სიმპტომების, დიაგნოსტირების პროცესის, პაციენტთა სირთულეებისა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

დუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით საქართველოში 100-მდე პაციენტია რეგისტრირებული. მკურნალობის მეთოდები საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება. პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია მკურნალობის დაფინანსება, რადგან დროული მედიკამენტური და მეთოდური ჩარევა საგრძნობლად ზრდის დაავადების ეფექტურად მართვის შანსებს.

მედია კონკურსის ობიექტურად ჩატარებასა და გამარჯვებულების გამოვლენაზე იმუშავებს შემდეგი წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიური:

** ნანა ტატიშვილი - პროფესორი, ბავშვთა ნევროლოგი
** ოლეგ ქვლივიძე - იშვიათი დაავადებების ფონდის დირექტორი
** კახა მაღრაძე - ჯეპრას უფროსი კონსულტანტი

კონკურსის შედეგად, გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ კატეგორიაში:

** I პრემია - 2000 ლარი
** II პრემია - 1000 ლარი
** III პრემია - 700 ლარი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს. დაინტერესებულმა პირებმა 19 თებერვლიდან 19 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ მედიასაშუალებაში უკვე გამოქვეყნებული ნამუშევარი (საგაზეთო პუბლიკაცია, ონლაინ სტატია, სიუჟეტი, ტელე ან რადიო გადაცემაში სტუმრობა და ა.შ.) ელექტრონული ფოსტით მისამართზე n.metreveli@gepra.ge

კონკურსის დროს წარმოდგენილი მასალის განხილვისას, ჟიურის წევრები იხელმძღვანელებენ შემდეგი სახის კრიტერიუმებით:

1. ჟურნალისტური ოსტატობა (ორიგინალური ტექსტი/ვიდეო, კრეატიული გადაწყვეტა, გზავნილების გასაგებად წარმოდგენა) - მაქსიმუმ 10 ქულა
2. კონკურსის ფარგლებში მომზადებული მედია მასალების რაოდენობა და გამოქვეყნების სიხშირე - მაქსიმუმ 5 ქულა
3. კონკურსის თემასთან შესაბამისობა და ინფორმაციის სიზუსტე - მაქსიმუმ 10 ქულა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით კამპანიის Facebook გვერდზე, ან ელ.ფოსტის მისამართზე: n.metreveli@gepra.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე