Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=616729&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის #44

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვიცენტრში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** კომპანიის პორტალითა და აპლიკაციით სარგებლობის პროცესში მომხმარებელთა მხარდაჭერა;
** პროგრამაში საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა;
** განხილული სადაზღვევო შემთხვევების შესახებ უკუკავშირის დაბრუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

გაცნობებთ, რომ სს " სადაზღვევო კომპანია იმედი ელ" (ს/ნ: 204919008; მის. თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას N 9; ტელ.: +995322922222 ელ.ფოსტა: personaldataofficer@imedil.ge კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაიზარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალსიწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი ყველა უფლება დაცულია. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას, შეწყდება მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მოანცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძელებთ კონკურსში მონაწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურს. თანხმობის გამოხმობის მიზნით დაგვიკავშკრდით ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.
თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე ტექსტს და კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია