დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Artizan Design Hotel
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
საჭირო ცოდნა/უნარ ჩვევები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
გრაფიკი: 12 საათი, ორი დღის სმენა, ორი ღამის სმენა შემდეგი ოთხი დღე დასვენება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა``, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|