Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=616723&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: JB Trade
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
შპს "ჯეი ბი ტრეიდი" წარმოადგენს ნედლი საქონლის და ღორის ხორცის მაღალი სტანდარტის სარეალიზაციო სავაჭრო ქსელს. რომელიც საქართველოს ოპერირებას "შინაურები"-ს სახელით.

კომპანია შპს "ჯეი ბი ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, გლდანის რაიონი ა ბოჭორიშვილის 3 ა
სამუშაო გრაფიკი: 9:00 საათიდან 20 საათამდე. შესვენება 1 საათი
თვეში 15 დღიანი სამუშაო სმენა. დღიური ანაზღაურება 70 ლარი (ჯამური ხელფასი 15 სამუშაო დღის გათვალისწინებით 1050 ლარი)

ფუნქცია მოვალეობები

** დათქმულ დროზე სამსახურში გამოცხადება - 08:50 საათი;
** პირადი ჰიგიენის დაცვა, კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტებით ხელმძღვანელობა;
** მომხმარებლის მომსახურება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სისუფთავის ყოველდღიური კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციის წარმოება ყველა ნორმის დაცვით;
** დღის ნავაჭრის (თანხის) ობიექტის მენეჯერისთვის ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტის ორმხრივი ხელმოწერით დადასტურება;
** სამუშაო დღის დასრულებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დახურვა;
** მიღებული და რეალიზებული პროდუქციის ზუსტი გატარება;
** ცვლის გადაბარების დროს თანხობრივი ნაშთების გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული
** სასურველია APEX - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მზარდ ანაზღაურებას, ეტაპობრივ მატებას
** ინდივიდუალური საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს და მასტერკლასებს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** ყველაზე ხანმოკლე სტაჟირებას

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: i.jorbenadze@jbtrade.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 069 082
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია