Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=616717&print=yes&view=jobs
 
მშენებლობის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ზედამხედველი
მომწოდებელი: LSG Solutions
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"LSG Solutions" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის თანამდებობაზე.

კომპანიის ვებ გვერდი: https://lsg.solutions/

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა, აღრიცხვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
** სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში;
** თავის მიმართულებით ნახაზების კონტროლი და კონტრაქტორებისთვის ბოლო (ყველა მხარის მიერ) დადასტურებული და ხელმოწერილი ვერსიების მიწოდება;
** სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის და ნახაზებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტზე მოწოდებული მასალების შესაბამისობის კონტროლი დადასტურებულ სპეციფიკაციებთან (მასალების დადასტურების ფორმაში MAF) შედარებით;
** კონტრაქტორების მიერ სამუშაოში ჩართული ადამიანური რესურსების რაოდენობის და ხარისხის ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება, რომელიც ასახავს არსებული რესურსის საკმარისობას გრაფიკით დადგენილ თარიღებში სამუშაოების დასასრულებლად;
** დამატებითი (კონტრაქტით/პროექტით გაუთვალისწინებელი) სამუშაოების წარმოშობის შემთხვევაში, მათი განხორციელებისთვის ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილებების გამომუშავებაში ჩართულობა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ანალიზი და გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა;
** კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, მათი ფორმა #2-თან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** საშემსრულებლო ნახაზების გადამოწმება, რათა სრულად და ზუსტად იყოს ასახული სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების დროს განხორციელებული ცვლილებები;
** მოახდინოს ფარული სამუშაოების აქტების დროული მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
** მოახდინოს დეფექტური აქტების დროული გაფორმება ან/და მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
** მონაწილეობა მიიღოს ტესტირების პროცედურების შემუშავებაში და მათ განხორციელებაში;
** მოახდინოს ტესტირების აქტების მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
** მოახდინოს დაგეგმილი სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისათვის საოპერაციო და ტექნოლოგიური რისკების ** დადგენა და მათი აცილების ხერხების შემუშავება. აღნიშნული საკითხების რისკის მართვის დოკუმენტში შეტანით;
** მოახდინოს ძირითადი მოცულობითი მასალების ხარჯის აღრიცხვა და კონტროლი.

პოზიციისთვის აუცილებელი ცოდნა:

** სავალდებულოა შესაბამისი ინჟინერ მშენებლის უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: მსგავსი მიმართულები მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მათ შორის მულტი დისციპლინარული გუნდთან კოლაბორაციის უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პრიორიტეტების და დედლაინების გათვალისწინებით მაღალი შესრულების სტანდარტის შენარჩუნების უნარი;
** პროაქტიური და მოტივირებული, მაღალი ხარისხის შენარჩუნების და გარშემომყოფების მოტივაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და პრობლემის მოგვარების გზების მოძიების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@lsg.solutions.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია