დასახელება:
ექვაირინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
სს "ჯორჯიან ქარდი", საქართველოში არსებული ერთერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ექვაირინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** ტრანზაქციების პროცესინგის მოწყობილობების (POS, PinPad) პროგრამული გამართვა სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის
** POS-ტერმინალზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და ტესტირება
** შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა-ორგანიზება და ვადების მკაცრად დაცვა
** POS-ტერმინალების სავაჭრო ობიექტებში გადანაწილებისთვის საჭირო სამუშაოს ხარისხიანად შესრულება
** ტერმინალების და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთან ტექნიკური საკითხების გარკვევა
** ტერმინალებზე არსებული ტექნიკური ხარვეზების მოგვარებაში აქტიური მხარდაჭერა
** ტერმინალებისა და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება პრიორიტეტად
** შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ახალი საქმიანობისა და პროდუქტების შესწავლის სურვილი და მზაობა
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე
** ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა ინგლისურ და რუსულ ენებზე (სასურველია).
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 106
კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|