Робота для біженців з України
ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი
მომწოდებელი: Bitanica
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"ბიტანიკა" წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კრიპტო ბირჟას.

"ბიტანიკა" მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ კრიპტო საფულეს იმისათვის, რომ მართონ საკუთარი კრიპტო ვალუტები უსაფრთხოდ და გამოიყენონ ჩვენი ელექტრონული კრიპტო საფულის პროდუქტები, რომლებიც სხვა ქართულ პლატფორმებზე არ არის ხელმისაწვდომი.

ჩვენი გუნდის მიზანია, ვიყოთ მუდამ სიახლეების და ახალი ტექნოლოგიების სადარაჯოზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მარტივი და კომფორტული კრიპტო ელექტრონული საფულე თავიანთი აქტივების სამართავად.

ჩვენს გუნდში თითოეულ თანამშრომელს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, რომ განვითარდეს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებს.

"ბიტანიკა" აცხადებს ვაკანსიას "Chief Technology Officer"-ის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი

მისია და როლი:

CTO პასუხისმგებელია კომპანიის ტექნოლოგიური სტრატეგიის განსაზღვრაზე, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობასა და მართვაზე. ასევე, გუნდის, პროექტებისა და შესაბამისი ბიუჯეტების მართვაზე და ციფრულ სამყაროში არსებულ ტრანსფორმაციების დანერგვასა და განვითარებაზე. პოზიციის უშუალო ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას, მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებასა და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას სხვადასხვა პროვაიდერთან.

ძირითადი ვალდებულებები:

** ტექნოლოგიური სტრატეგიის განსაზღვრა: კომპანიის გრძელვადიანი მიზნების შესაბამისი ტექნოლოგიური ხედვის და სტრატეგიის შექმნა
** ინოვაციების ხელშეწყობა: ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების და ინოვაციების ინტეგრირება კომპანიის საქმიანობაში
** ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მართვა: IT ინფრასტრუქტურის განვითარება, ოპტიმიზაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ტექნოლოგიური გუნდების ხელმძღვანელობა: დეველოპერების, სისტემური ადმინისტრატორების და სხვა ტექნიკური თანამშრომლების მართვა და მოტივაცია
** პროექტების მენეჯმენტი: ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი, რათა ისინი დროულად და წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის გათვალისწინებით შესრულდეს
** ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა: IT ბიუჯეტის განსაზღვრა, რესურსების განაწილება და ხარჯების კონტროლი/ოპტიმიზაცია
** კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის მართვა: ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ტექნოლოგიური განახლება
** კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა: მონაცემთა და სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება: ტექნოლოგიურ პარტნიორებთან და პროვაიდერებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება, მართვა და განვითარება
** მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირება: მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუშაობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით
** რეგულაციების და შესაბამისობის დაცვა: ინდუსტრიული სტანდარტებისა და ადგილობრივი რეგულაციების გათვალისწინება ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებისას.

გამოცდილება და განათლება:

** განათლება - კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიის ან შესაბამისი დარგის ბაკალავრი/მაგისტრი
** ინდუსტრიის გამოცდილება - 5+ წლიანი გამოცდილება ბლოკჩეინის/კრიპტო/საბანკო სერვისების განვითარების მიმართულებით CTO-ის, წამყვანი დეველოპერის ან საინჟინრო ხელმძღვანელის პოზიციებზე
** სტარტაპებისა და ციფრული პროდუქტების დანერგვისა და განვითარების გამოცდილება
** იურიდიული და შესაბამისობის (Compliance) ცოდნა - კრიპტო რეგულაციების, კანონმდებლობის და მონაცემთა კონფიდენციალურობის რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნოლოგიური ცვლილებებისა და პროცესების დიჯიტალიზაციის გამოცდილება
** გუნდის მართვის და დეველოპერებთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "Chief Technology Officer".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ბიტანიკა"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@vacancy.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე