Робота для біженців з України
ბიბლიოთეკარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
შპს "ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ;
** საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პატენტები, საავტორო მოწმობები, ტექნიკური კატალოგები, გამოგონებათა აღწერილობები, აუდიოვიზუალური და წერილობითი ინფორმაციის და სხვა საშუალებები) რეგისტრაცია და მიმართულების მიხედვით განაწილება;
** საბიბლიოთეკო ფონდების საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად დამუშავება, ინვენტარიზაცია, კატალოგიზაცია (ინფორმაციის ასახვა ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში) საბიბლიოთეკო რესურსებზე კონტროლი;
** საბიბლიოთეკო დოკუმენტის ტექნიკური დამუშავება;
** მკითხველთა მომსახურება ბიბლიოთეკის ფონდებით, კატალოგებით და სხვადასხვა სახის ინფორმაციით;
** წიგნების დამუშავება საბიბლიოთეკო საერთაშორისო სტანდარტებით;
** წიგნების აღრიცხვა ელექტრონულ კატალოგებში;
** უნივერსიტეტის მიერ გამოწერილი პერიოდიკის დამუშავება და აღრიცხვა;
** უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში სათანადო წესრიგის დაცვის კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის/რეპორტების შექმნა/დამუშავება;
** ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებულ ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** ბიბლიოთეკაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრონულ-სამეცნიერო ბაზებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სამუშაოს სწორად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა).

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ცვლები.
ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00 სთ; 17:00 სთ-21:00 სთ.
შაბათი ნახევარი დღე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 მარტი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე