Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ფაინ თრი ინთერნეიშენალი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
სადისტრიბუციო კომპანია "ფაინ თრი ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის აღწერა/აღრიცხვა და შეკვეთებთან პროგრამულად შედარება;
** პროდუქციის განლაგების წესისა და სტანდარტის დაცვა (დირექტორის ბრძანების შესაბამისად);
** სტანდარტების მიხედვით პროდუქციის განთავსება;
** ექსპედიტორების მიერ, ყოველდღიურ რეჟიმში, პროდუქციის გატანის კონტროლი და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამულად ასახვა;
** საწყობში არსებული პროდუქციის სათანადო შენახვის პირობების (ტემპერატურა, სანიტარული კონტროლი და სათანადო განლაგება) დაცვა და პროდუქციის დანაკლისის დროული გამოვლენა და გამოვლენილი მეტობა/დანაკლისზე პასუხისმგებლობის დაკისრება და დირექტორის ბრძანების საფუძველზე შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა;
** სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლის განხორციელება;
** საწყობებში შენახვის პირობების დაცვის კონტროლი (ტემპერატურა, სისუფთავე);
** დანაკლისის დროული გამოვლენის მიზნით პერიოდული აღწერების დაგეგმვა;
თვეში ერთხელ სასაწყობო მარაგების აღწერის განხორციელება და ზედამხედველობა;
** საწყობის ტერიტორიაზე პირების გადაადგილების მკაცრი კონტროლის წარმოება;
** მონაცემთა ბაზების 1C პროგრამისა და WMS ბაზების ერთმანეთთან შედარების პროცესის ზედამხედველობა. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, საწყობის მენეჯერთან და 1C პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად შესაბამისი ზომების გატარება;
** საწყობში არსებული ტექნიკის ტექნიკური გაუმართაობის დროული აღმოფხვრა და პასუხისმგებელი მენეჯერების შეტყობინება;

გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი;
ხელფასი: შეთანხმებით, დამოკიდებულია გამოცდილებაზე;
შაბათი-კვირა დასვენება;
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაო განაკვეთი - სრული (9:00-18:00 სთ);

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. ტელ: 591 708 009.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე