Робота для біженців з України
აპლიკაციის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპლიკაციის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

** 10:00-19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი
** პარასკევი - 10:00-17:00

სამუშაო მოვალეობები:

** არსებული აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფების მონიტორინგი, განახლება და მხარდაჭერა;
** ტექნიკური, სისტემური, პროგრამული, ბაზებისა და ქსელური მხარდაჭერის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ადმინისტრატორისა და მომხმარებლების ანგარიშების შექმნა და წვდომის უფლებების მართვა;
** სისტემის დოკუმენტაციის შექმნა და მართვა;
** აპლიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების ვენდორის მხარდაჭერასთან ესკალირება;
** მომხმარებლების კონსულტაცია;
** აპლიკაციების კონფიგურაციის ცვლილება, დადასტურებული მოთხოვნების საფუძველზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
** IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ITIL-ის ცოდნა;
** მენეჯ ენჯინის სერვის დესკთან, O365 და SAP BUSINESS ONE - თან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** პრობლემების ანალიზის უნარი; ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "აპლიკაციის ადმინისტრატორი"

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში
"Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge.

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე