Робота для біженців з України
ღონისძიების დაგეგმვის გუნდის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიების დაგეგმვის გუნდის ასისტენტი
მომწოდებელი: Click Events
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"Click Events" 8 წელია ოპერირებს ბაზარზე როგორც ფართო პროფილიანი ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია.

გუნდში ვეძებთ ღონისძიების ასისტენტს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებში ჩვენს გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად.

ღონისძიების ასისტენტის ძირითადი საქმიანობა იქნება:

** ღონისძიების იდეების/კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა - ღონისძიების კოორდინატორებთან ერთად დაგეგმვის ყველა ეტაპზე კომპეტენციების/საჭიროების მიხედვით ჩართულობა;
** პრე-სამუშაოების ორგანიზება, ჩართულ მხარეებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესასრულებელი სამუშაოს და ვადების გაცნობა;
** ღონისძიების გამართულად მიმდინარეობის მონიტორინგი მის სრულად დასრულებამდე;
** ორგანიზაციული საკითხების/ადმინისტრაციული ნაწილის მართვა, კერძოდ, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებების ფორმირება, ინვოისების, ელ.წერილების მართვა/უკუკავშირი დამკვეთთან);
** მომხმარებლების და მომწოდებლების ბაზის ფორმირება და განახლება;
** ღონისძიებამდე და მის მიმდინარეობისას, სხვადასხვა მომსახურების მომწოდებლების მიერ შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგი და მათთან მუდმივი კონტაქტი ღონისძიების დასრულებამდე;
** კომპანიის არსებული საღონისძიებო ინვენტარის მარაგების აღრიცხვა/მოვლა/მონიტორინგი;

განათლება, უნარები და გამოცდილება რაც საჭიროა ამ პოზიციისთვის

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** PPT-ში / Canva-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ინტერესიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ენერგიული;
** გუნდური;
** ლოიალური კომპანიის და მომხმარებლების მიმართ;
** დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** სამუშაო გამოცდილება ღონისძიებების მართვის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ, ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, ვაძლევთ პროფესიული განვითარების საშუალებას და მრავალფეროვან პროექტებში ჩართვის საინტერესო გამოცდილებას.
** სამუშაო განაკვეთი - სრული;
** ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები
** საბონუსე სისტემა
** სამედიცინო დაზღვევა
** სამუშაო დღეები: სტანდარტულად ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, მზაობა მუშაობის შაბათსა და კვირას ღონისძიებების თარიღებიდან გამომდინარე;
** პროექტებიდან გამომდინარე, შესაძლოა სამუშაო გუნდთან ერთად საქართველოს ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონებში მივლინება;

პოზიციის დინამიური სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, სასურველია საკუთარი ავტომობილის და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხდება საჭირო საწვავის ხარჯის უზრუნველყოფა);

თუ დაგაინტერესათ ჩვენს გუნდში ღონისძიების დაგეგმვის გუნდის ასისტენტის პოზიციამ, 2025 წლის 20 მარტამდე, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: clickeventsgeorgia@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს 1 წლის განმავლობაში და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

https://www.facebook.com/ClickEventsTbilisi
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე