Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ფინანსური გარანტიების სამსახურში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება/მოზიდვა;
** ფინანსური გარანტიისა და სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა/დაზუსტება, შესაბამისი მომსახურების შეთავაზება და გარანტიის განაცხადის მომზადება;
** მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლებისა და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან და გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა/ორგანიზება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 მარტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე