დასახელება:
რეგიონალური მონიტორინგის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ვასაძის პური
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ფიქსირებული 1500 ლარი, +200 ლარი მანქანის ცვეთის ხარჯი, საწვავი);
** ადგილმდებარეობა: თბილისი (და რეგიონი).
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელის მაღაზიების ვიზიტი და არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;
** პროდუქციის რაოდენობის, ნაშთებისა და ვადების კონტროლი;
** ბრენდის ასორტიმენტის პოზიციონირების მონიტორინგი;
** კონკურენტი კომპანიების პროდუქციის პოზიციონირების მონიტორინგი;
** დარღვევების რეესტრის წარმოება;
** პრობლემების იდენტიფიცირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** გამოვლენილი ხარვეზების ან დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება/წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორაციულ დაზღვევას.
გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელმისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|