Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: All Service Group
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
ვინ ვართ ჩვენ ? "All Service Group" არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დამაფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.

სწორად აღნიშნული სერვისებით და უსაფრთხო, გამჭვირვალე სისტემით ვეხმარებით მაცხოვრებლებს კორპუსისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში.

გაიგე უფრო მეტი ჩვენს შესახებ: https://www.asg.ge

ამ ეტაპზე "All Service Group" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 116, სავაჭრო ცენტრი დიდუბე პლაზა (მე 3 სართული)
** სამუშაო გრაფიკი: საათები 11:00-19:00, დღეები შეთანხმების შესაბამისად, არაუმეტეს 40 საათისა.
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
** დასაქმება მოიცავს 2 თვიან ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს 900 ლარი NET, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 1000-1300 ლარი NET კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენთან შეძლებთ:

** ჩაერთოთ აქტიურ ბიზნეს პროცესებში;
** განივითაროთ პროექტის შეფასების, დაგეგმვის, მართვისა და მონიტორინგის უნარები;
** ჩაერთოთ კომპანიის წამოწყებულ ახალ პროექტებში;
** მიიღოთ პროფესიული გამოცდილება თქვენთვის საინტერესო მიმართულებით;
** ისარგებლოთ კორპორატიული დაზღვევით;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ავტომობილით სარგებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის აბონენტების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია;
** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა ან შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება და კურირება;;
** ჯგუფში არსებული პროგრამების და აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, სერვის-პროვაიდერთან თანამშრომლობა;
** ინსტალაციისთვის საჭირო აპარატურის/კამერების კონფიგურაცია და გამზადება ტექნიკური ჯგუფისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლება;
** Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა (პრინტერი, სკანერი, IP ტელეფონები, CCTV კამერები კონფიგურაცია);
** სტანდარტული ქსელური მოწყობილობების (wireless router, switch) კონფიგურაციის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამებისა და აპარატურული მოწყობილობების ინსტალაცია-გამოცვლა-შეკეთების გამოცდილება;

საჭირო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@asg.ge და წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "IT მხარდაჭერის სპეციალისტი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე