Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"ნატურალი" - ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით, ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია მოლარის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე 12:00-21:00 სთ.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი.
** ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა.

სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 90 ნომერში (მეტრო ნაძალადევთან)

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** სალაროს ოპერაციები წარმოება (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, აპექსის პროგრამაში)
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება ვადიანობაზე და ფასების სისწორეზე ზრუნვა.
** მომხმარებლისათვის აქციების შეთავაზება.
** მომხმარებლისათვის დროული და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, როგორიცაა მაგალითად მისალმება/დამშვიდობება/მადლობის გადახდა...

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება სასურველია (და თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.) მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 599 405116

ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: hr@natural.com.ge

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2025 წლის 18 მარტი

გელით ჩვენთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე