Робота для біженців з України
IFRS რეპორტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IFRS რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
ტერა ლიზინგში IFRS რეპორტინგის მენეჯერს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს ანალიტიკური აზროვნების, გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** შეგიძლია დროის მართვა
** ხარ ორგანიზებული, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
** შეგიძლია ფინანსური მოდელირება და ანალიზი

საჭირო ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/ეკონომიკის/საბანკო საქმის მიმართულებით
** IFRS სტანდარტების ცოდნა (ACCA/CFA დონის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** ინვესტორებთან ურთიერთობების, ლიკვიდობის მართვისა და რთული ფინანსური ოპერაციების მართვის გამოცდილება.
** ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

პოზიციის მოვალეობა იქნება:

** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა
** ფინანსური შედეგების, გეგმა-ფაქტის, მომგებიანობის ანალიზი
** IFRS ანგარიშგებების მომზადება და IFRS აღრიცხვის წარმოება
** ფინანსური უწყისების მომზადება
** გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა/აუდიტორებთან კომუნიკაცია
** საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია, მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვება/მიწოდება
** მენეჯერული რეპორტების მომზადება

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დარიცხული 2, 500 ლარი + ყოველწლიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | IFRS რეპორტინგის მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 03 მარტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე