Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ჯი თი სი რენთ
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ნონეშვილის #63გ

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარაგების მუდმივი კონტროლი დეფიციტის/გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით;
** გამზადებული პროდუქციის გაცემის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დატვირთვის პროცესის უზრუნველყოფა;
** რეგულარული ინვენტარიზაციის წარმოება (მინიმუმ თვეში ერთხელ) მარაგების სიზუსტისთვის;
** სამშენებლო მასალების შენახვისა და განთავსების შესაბამისი რეგულაციების დაცვა უსაფრთხო სამუშაო სივრცის შენარჩუნება, ინდუსტრიის სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დალაგების, დახარისხების უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე