დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ჯი თი სი რენთ
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ნონეშვილის # 63გ
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობის ტექნიკის სისუფთავეზე ზრუნვა
** გამზადებული პროდუქციის გაცემის უზრუნველყოფა
** პროდუქციის დატვირთვის პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა
** საწყობის პერიოდული აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება
** პროდუქციის დალაგება, დახარისხება
უნარ-ჩვევები:
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა, ორგანიზება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|