დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯი
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის (NBT)" ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
პროექტის მენეჯერი (ინფრასტრუქტურა/გეოკომპოზიტური მასალები)
ფუნქცია- მოვალეობები:
** პროექტის შესწავლა, არსებული საჭიროებების განსაზღვრა კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში;
** აუცილებლობის შემთხვევაში არქიტექტორებთან/დამკვეთებთან კომუნიკაცია ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
** ყოველკვირეული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|