Робота для біженців з України
საოპერაციო გაფორმების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო გაფორმების მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი მზერა
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს საოპერაციო გაფორმების მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო განაკვეთი - სრული

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** საოპერაციო პაციენტებისათვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;
** საოპერაციო დოკუმენტაციის გაფორმება;
** კომპანიის შიდა პროგრამაში შესაბამისი ჩანაწერების განხორციელება;
** სადაზღვევო კომპანიებში პაციენტის დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს - შესწავლის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე modernoptics@hotmail.com 2025 წლის 07 მარტამდე.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე