Робота для біженців з України
სერვისის უფროსი მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის უფროსი მექანიკოსი
მომწოდებელი: აგრო მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
კომპანიის შესახებ:

შპს "აგრო მოტორსი" არის მსოფლიო პრემიუმ ბრენდის John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია დაარსდა 2013 წელს და ამ წლების განმავლობაში შეძლო დაეკავებინა წამყვანი პოზიცია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე და წინსვლაზე.
კომპანია, 2022 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმომადგენლობა აქვს აზერბაიჯანში. კომპანიის მთავარი მიზანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

პოზიციის დასახელება: სერვისის უფროსი მექანიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის მენეჯერის მითითებით, დაზიანებულ ტექნიკასთან დროულად გამოცხადება;
** ტექნიკის დეფექტაცია;
** სერვის მენეჯერისთვის დეფექტაციის საფუძველზე აღმოჩენილი მექანიკური პრობლემების დაფიქსირება და სერვის მენეჯერის შეთანხმებით დროულად აღმოფხვრა, კომპეტენციის ფარგლებში;
** რეგლამენტის მიხედვით სერვისის ჩატარება (ძრავში და ხიდებში ზეთის და ფილტრების შეცვლა);
** მიღებული ახალი ტექნიკის ჩამოცლა, აწყობა, დეფექტაცია და გამართვა (დეფექტაციის შემთხვევაში, არსებული პრობლემის დროულად მიწოდება სერვის მენეჯერისათვის);
** მიბარებული სამუშაო ინსტრუმენტების მოვლა, აღრიცხვა და დაზიანების შემთხვევაში სერვის მენეჯერთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება, თუმცა არ არის სავალდებულო
** აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა - B1-B2 დონე
** მართვის მოწმობა - B კატეგორია

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრობლემის გადაჭრა
** კომუნიკაცია
** დროის მენეჯმენტი
** მოქნილობა
** გუნდურობა

კომპანია გთავაზობთ:

** ტრენინგები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა
** მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა
** თიმ ბილდინგები და კორპორაციული აქტივობები
** კონკურენტული ანაზღაურება

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, 1 საათიანი შესვენება
ანაზღაურება: 1500 ლარიდან ზემოთ, დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე
ადგილმდებარეობა: კახეთის გზატკეცილი #162

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam@agromotors.ge. რეზიუმეს გამოგზავნისას, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე