დასახელება:
დოკუმენტაციის მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნეოფარმი+
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
შპს "ნეოფარმი +" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტაციის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
"ნეოფარმი +"-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და ორ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათს 09:00-15:00;
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ხელფასი: სტაჟირების პერიოდში 1000 ლარი, შემდეგ 1500 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესაბამისი მართვა (GDP/ISO);
** უზრუნველყოს დოკუმენტაციის განაწილება და აღრიცხოს განაწილებული დოკუმენტები;
** აღრიცხოს თითოეული დოკუმენტის მოთხოვნისას მისი გაცემა-დაბრუნება შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურის მიხედვით;
** უზრუნველყოს მიმოქცევიდან ამოღებული დოკუმენტაციის, ძველი ვერსიების დაარქივება;
** უზრუნველყოს არქივირებული დოკუმენტების დაცვა არაავტორიზებული წვდომისგან;
** აკონტროლოს დოკუმენტაციის ორიგინალი ვერსიები, ასლები და გამიჯნოს ერთმანეთისგან შესაბამისი აღნიშვნებით იდენტიფიცირებისთვის;
** იქონიოს კომუნიკაცია სერვისის მომწოდებელთან დოკუმენტაციის დასაარქივებლად და გასანადგურებლად;
** მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი დოკუმენტებისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასა და გადახედვაში;
** მიიღოს მონაწილეობა შიდა აუდიტებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა უმაღლესი ფარმაცევტული განათლება.
პიროვნული მახასიათებლები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული მოქმედება დადგენილი ინსტრუქციების შესაბამისად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, დროულად შესრულების უნარი, პუნქტუალობა;
** დროის ეფექტურად გამოყენება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას, უფასო სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** უფასო ერთჯერად კვებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დოკუმენტაციის მართვის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ჩვენ გელოდებით შენ! დაგეგმე შენი კარიერა "ნეოფარმთან" ერთად.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.
დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ნეოფარმი+" იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშავოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს "ნეოფარმი+"-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: hr@neopharmi.ge; ტელ: 577 545 097
შპს "ნეოფარმი+" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: office@neopharmi.ge; ტელ: 0322 595 790
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.neopharmi.ge
შპს "ნეოფარმი +" გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|