Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთში მდებარე სასტუმრო "ibis Tbilisi" Airport, ვაცხადებთ ვაკანსიას პოზიციაზე: მზარეული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოამზადოს და შეინახოს საკვები პროდუქტები უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
** დაიცვას სამზარეულოს უსაფრთხოების წესები;
** გაუწიოს ზედამხედველობა მზარეულის დამხმარეს და მოსწავლეს;
** გაუწიოს დახმარება და ასწავლოს ახალ თანამშრომელს;
** შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა დადგენილ ვადაში;
** ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** კერძების მომზადება, რეცეპტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მინიმუმ Advance დონეზე ფლობა, ნებისმიერი დამატებით უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hc0v0@accor.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 28 თებერვალი 2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე