Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: More Beauty
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
კომპანია "More Beauty" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროდუქტების გაცნობა და კონსულტაციის გაწევა
** ჩათში პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** სალაროს პროგრამაში BALANCE-ში მუშაობა
** CRM-ში მომხმარებლების აღრიცხვა
** ფილიალში პროდუქტების თაროზე განთავსება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროს აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ფულადი ოპერაციების წარმოების ცოდნა
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

გრაფიკი: მონაცვლეობით 0 10:00-16:00 ან 16:00-22:00, კვირაში 36 საათი
ადგილმდებარეობა: საბურთალო, სითი მოლი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + გაყიდულის ბონუსი+გეგმის ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@morebeauty.ge.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე