Робота для біженців з України
ტენდერების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერების მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"Infracon" აცხადებს ვაკანსიას ტენდერების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროფილის შესაბამისი ტენდერების მოძიება; შეფასება და დამუშავება;
** სატენდერო განხილვებისა და ვადების კონტროლი;
** ტენდერების საინფორმაციო ბაზის წარმოება;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება სამომავლო ბიზნეს ურთიერთობებზე;
** სატენდერო წინადადების წარსადგენად საჭირო ისეთი დოკუმენტაციის მომზადება, როგორიცაა:
- მოცულობათა უწყისის (ხარჯთაღრიცხვის) წინასწარ შემუშავებული ფორმების დამუშავება;
- მოცულობათა უწყისის (ხარჯთაღრიცხვის) თანახმად განსაზღვრული მასალების მომწოდებლებისა და კონკურენტული ფასების მოძიება;
- გეგმა-გრაფიკების მომზადება სატენდერო პირობების შესაბამისად;
- სხვა, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სისრულეში მოყვანა და ხელშეკრულების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად წარმოების უნარი;
** მაღალი კომუნიკაბელურობა და მოქნილობა;
** სხარტი აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა და სწრაფად მუშაობის უნარი;
** წერილობითი და ზეპირი რეპორტების მომზადება ხელმძღვანელისთვის.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.მისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტენდერების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე